დონეცკში ზახარჩენკოზე თავდასხმა განხორციელდა (ვიდეო)
დონეცკში სასტუმრო „პარკ ინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის ალექსანდრე ზახარჩენკოს პრესასთან გამოსვლა იგეგმებოდა, აფეთქებების სერია განხორციელდა.
LifeNews-ის ინფორმაციით, აფეთქებები ზახარჩენკოს პრესასთან შეხვედრის ადგილიდან 100 მეტრში მოხდა. მოგვიანებით, კომენტარი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურმაც გააკეთა.
„ჩემთან ერთად გერმანული ბუნდესტაგის დეპუტატებიც იმყოფებოდნენ. ჩვენ ქალაქში დავდიოდით, როდესაც ჩვენგან ას მეტრში აფეთქება მოხდა“, – განუცხადა ზახარჩენკომ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, მისგან ას მეტრში სამი ნაღმი თუ ჭურვი აფეთქდა.