ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილმა და ადეიშვილმა შესაძლოა, უკრაინელებს ვეღარ გამოასწრონ



მიხეილ სააკაშვილმა დაზურაბ ადეიშვილმა საქართველოდან გაასწრეს, მაგრამ შესაძლოა, უკრაინელებს ვეღარ გამოასწრონ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის რჩევები შეიძლება უკრაინისთვის უბედურების მომტანი გახდეს.
„ივანიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნის ფაქტს სამწუხარო უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურას სააკაშვილისთვის რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული.
„ძალიან სამწუხაროა, რომ პროკურატურას რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალდება წაყენებული სააკაშვილისთვის და ბუნებრივია, მეგობარმა სახელმწიფომ ამაზე რეაგირება უნდა გააკეთოს. მითუმეტეს ადეიშვილზე, რომელიც სააკაშვილისგან განსხვავებით, წითელი ცირკულარით იძებნება. მაგრამ ტრაგიზმში ნუ გადავვარდებით, ტუმცა კარგიც არაფერი არ არის. უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, არცერთ შემთხვევაში ეჭვი არ უნდა გავაჩინოთ, რომ ეს შეიცვალოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ურთიერთობის გასაღრმავებლად და მას მაქსიმალურად დავეხმაროთ, რადგან ჩვენზე უარეს დღეში გახლავთ უკრაინა. ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია და რაც შეიძლება გაგებით მოველიდოთ, თუმცა ეს ძალიან შემაშფოთებელია ჩემთვის. ყველაზე შემაშფოთებელი უნდა იყოს ის, რომ რამეთუ ჩვენ ვიცით ვინ არის სააკაშვილი და ვინ არის ადეიშვილი, რომ მათი ხელწერა არ დაბრალდეს საქართველოს და ქართველობას. არ მოხდეს ის, რომ აქედან გაასწრეს სააკაშვილმა და ადეიშვილმა, მაგრამ უკრაინელებს შეიძლება ვეღარ გამოასწრონ”, – დასძინა ივანიშვილმა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, 2008 წლის ტრაგედიაში მიხეილ სააკაშვილის შეცდომებს დიდი წვლილი მიუძღვის. პრემიერი მიიჩნევს, რომ უკრაინას საქართველოს პოზიცია უნდა გაეთვალისწინებინა.
„თუ ამ ხელწერით გააგრძელებნ და სხვა არ იცის სააკაშვილიმა, თქვენ გახსოვთ ის ტრაგედია, რაც 2008 წელს მივიღეთ, მისი შეცდომების შედეგია. ამ დროს რომ ეს კაცი უკრაინაში მრჩევლად აჰყავთ, რა თქმა უნდა ეს ძალიან სახიფათოა. ჩვენ განვიცდით უკრაინის ბედს და პერსპექტივას, ჩვენ გვინდა, იქ ყველაფერი კარგად იყოს და ღირსეულად გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან.
თუმცა, ტრაგიკულადაც ნუ დავხატავთ ამ პროცესს. ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მას თავისი არჩეული ხელმძღვანელობა ჰყავს. ჩვენ გვერჩივნა, საქართველოს დღევანდელი მთავრობისა და მისი მეგობარი სახელმწიფოს პოზიცია უფრო მეტად გაეთვალისწინებინათ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია “კვირის პალიტრის” 16 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები