ზახარჩენკო: დებალცევოში ცეცხლი არ შეწყდება

 

ე.წ. ნოვოროსიის შეიარაღებული ძალები 15 თებევრლიდან ცეცხლს შეწყეტენ, თუმცა დებალცევოს სიტუაციას ეს არ ეხება. ამ ინფორმაციას სააგენტო „რეგნუმი“ ავრცელებს.
„მინსკის მოლაპარაკებებზე დებალცევოზე ერთი სიტყვაც არ თქმულა. უკრაინამ 5 ათასზე მეტ თავის ჯარისკაცს უღალატა, რომლებიც გარემოცვაში იმყოფებიან. ჩვენ ცეცხლს ვწყვეტთ დსრ-ის მთელ ტერიტორიაზე, დებალცევოს გამოკლებით – ალყიდან თავის დაღწევის ნებისმიერი მცდელობა ბლოკირებული იქნება და შეფასებული იქნება, როგორც მინსკის შეთანმების დარღვევა“, – ზახარჩენკოს ეს განცხადება ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ვებ-გვერდზე „supcourt-dnr.ddns.net“-ზე გამოქვეყნდა.

10980740_610294609114225_790983325199956443_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები