ნატოს საპარლამენტო ასამბლეა სააკაშვილის ინტერპოლით გამოცხადებას ეწინააღმდეგება

ნატოს საპარლამენტო ანამბლეის პრეზიდენტი ამერიკელი კონგრესმენი მაიკლ ტერნერი ინტერპოლს მოუწოდებს, რომ მათ არ გაითვალისწინონ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნა არ გამოაცხადონ.
საქართველოს პროკურატურის მიერ ინტერპოლის გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილ წერილს სააკაშვილის ადვოკატი ავრცელებს. ამერიკელი კონგრესმენი კი აცხადებს, რომ საკაშვილის ინტერპოლით გამოცხადება, მართლმსაჯულების გამტკიცების ნაცვლად, შესაძლოა, სხვა შედეგებით დასრულდეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ინტერპოლი, როგორც მსოფლიოს უდიდესი საპოლიციო ორგანიზაცია, მკაცრად კრძალავს ნებისმიერი ინსტიტუციის მიერ პოლიტიკურ, სამხედრო, რელიგიურ, ან რასობრივ საკითხებში ჩარევას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები