ზაქარია ქუცნაშვილს პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენის შემთხვევაში, გამარჯვების მიღწევის იმედი ნამდვილად მაქვს, – ამის შესახებ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არც ერთი საქმე, რომელიც დაუწყია, ბოლომდე მიყვანის გარეშე არ დაუტოვებია.
“ეს არის ბოლო ეტაპი. მე არც ერთი საქმე, რაც დამიწყია, ბოლომდე მიყვანის გარეშე არ დამიტოვებია. ასე, რომ მე იმედი მაქვს, წარდგენის შემთხვევაში პარლამენტის მხარდაჭერა იქნება. საპარლამენტო უმრავლესობაში არის 87 დეპუტატი, ასევე არიან დამოუკიდებელი დეპუტატები, “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქცია. შესაბამისად, მე წარდგენის შემთხვევაში, გამარჯვების მიღწევის იმედი ნამდვილად მაქვს”, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.
პრეზიდენტი დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებულ კანდიდატებს შეხვდა. შეხვედრა, რომელზეც ქვეყნის პირველმა პირმა კანდიდატთა პროგრამები მოისმინა, ავლაბრის რეზიდენციაში 5 საათს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები