ნიკა მელია: ნარმანიას ბრძანებით, მერიის 15 თანამშრომელი გასამმაგებულ სახელფასო დანამატს მიიღებს

თბილისის მერის ბრძანებით, მერიის 15 თანამშრომელი გასამმაგებულ სახელფასო დანამატს მიიღებს. ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ.
პარტიის წევრის ნიკა მელიას თქმით, თბილისის მერმა 2014 წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, სადაც ნათქვამია, რომ მერიის თანამშრომლები ხელფასთან და პრემიასთან ერთად გასამმაგებულ სახელფასო დანამატს 2015 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ.
„ვიცე-მერ მარგიშვილის აპარატის უფროსი მიიღებს გასამმაგებულ სახელფასო დანამატს. ნარმანიას მრჩევლები მიიღებენ სამასი პროცენტით გაზრდილ სახელფასო დანამატს. ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ყოველთვიურად მიიღებს სამასი პროცენტით გაზრდილ დანამატს და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში მწვავე ეკონომიკური კრიზისია”, – აცხადებს ნიკა მელია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიმართავს დავით ნარმანიას – გასცეს პასუხი, რის საფუძველზე მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.
აღნიშნული ბრაძანების გაცემა დღეს თბილისის მერმა უარყო და ბრალდებას აბსურდული უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები