ზაქარია ქუცნაშვილი: ძვირფასი დრო დაიხარჯა საინტერესო, ასევე უინტერესო გამოსვლებზე

ძვირფასი დრო დაიხარჯა ძალიან საინტერესო, ასევე ძალიან უინტერესო გამოსვლებზე, – ასე აფასებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატად დასახელებული ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილსა და 28 კანდიდატს შორის გამართულ შეხვედრას.
როგორც ქუცნაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს საშუალება ჰქონდა, ყველა კანდიდატის შესახებ საკუთარი შეხედულება ჩამოყალიბებოდა.
“პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა ხუთსაათიანი შეხვედრა, სადაც ყველა კანდიდატს მიეცა თანაბარი შესაძლებლობა, წარმოედგინა თავისი პროგრამა. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ძვირფასი დრო დაიხარჯა ძალიან საინტერესო გამოსვლებზე, ასევე ძალიან უინტერესო გამოსვლებზე. მე მადლობელი ვარ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, რომელმაც თანაბრად მისცა ეს შესაძლებლობა ყველას, რადგან, ვიმეორებ, იყო ძალიან საინტერესო გამოსვლები, მაგრამ იყო ძალიან უინტერესო გამოსვლებიც”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები