პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების პროგრამები მოისმინა

საქართველოს პრეზიდენტად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებული კანდიდატების შეხვედრა 5 საათს გაგრძელდა. პრეზიდენტმა კანდიდატებისგან პროგრამები მოისმინა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, შემდგომი პროცესიც ისევე ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება, როგორც ეს აქამდე იყო.
“მე არ მახსენდება საზოგადოების ასეთი ჩართულობა საკითხში, რომელსაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა. ეს პროცესი განპირობებულია სწორედ საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, ასევე იმ მიზნებით, რაც აქვს სასამართლო ხელისუფლებას – ეს არის ნდობის ამაღლება. შემდეგი ეტაპიც, თუ როგორ გაგრძელდება კანდიდატის საბოლოო შერჩევა, იქნება ისეთივე ღია და გამჭვირვალე, როგორც დღემდე იყო”, – განაცხადა კვერენჩხილაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისვე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენა მოქმედი თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მოხდება.
კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 23 თებერვალს ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები