,,თავისუფალი დემოკრატები“ საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

როგორც პარტიის პრესსამსახური იუწყება, დღეს პარტიის წევრები ალექსი პეტრიაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი და თემურ სალუქვაძე ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივები ბევრი გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დგანან: უმუშევრობა, ადგილობრივი თვითმმართველობის უმოქმედობა და მათ საქმიანობაში უშიშროების წარმომადგენელთა მხრიდან უხეში ჩარევა, ეკონომიკური სიდუხჭირე, მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო სესხებზე მაღალი პროცენტები და ბიზნესის დასაწყებად „სტარტაპის“ პროგრამების არ არსებობა – ეს ის პრობლემებია, რომელთა შესახებ პარტიის წევრებმა ადგილობრივებთან იმსჯელეს.
“თავისუფალი დემოკორატების” წევრების განცხადებით, რეგიონში მწავავედ დგას ხე-ტყის პრობლემა, მოსახლეობას სამი თვე სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარ კარ-მიდამოში ხე მოჭრას და შეშად გამოიყენოს. არანაკლებ მწვავეა განათლების საკითხი. ამიტომ პარტიის წევრები ადგილობრივ პედაგოგებს შეხვდნენ და ამ თემებზე ისაუბრეს.
“თავისუფალი დემოკრატების” წევრების განცხადებით, მოსახლეობაში კრიმინალი ისევ პრობლემაა – გახშირებულია საქონლის ქურდობა.
პარტიის წევრებმა მოსახლეობას გააცნეს თავიანთი ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი “თავისუფალი დემოკრატები”, რომელსაც ყოველთვიურად გამოსცემენ და რეგიონებში დაარიგებენ.
“თავისუფალ დემოკრატებს” მიაჩნიათ, რომ ამ გზით საქართველოს მოსახლეობას საშუალება ექნება, რეალური ინფორმაცია მიიღოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები