საკრებულო აქციას – „ადრეული პრევენცია გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს” აგრძელებს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის ინციციატივით, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა, კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მოსახლეობაში პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები ჩაიტარეს.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსოფლიოში კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ”ადრეული პრევენცია გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს”- აქციის მეორე ეტაპი გაიმართა.
გულიკო ზუმბაძის განცხადებით, 2011 წელს საქართველოში, ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზით, 25143 პაციენტი იყო რეგისტრირებული.”ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში 8000 კიბოს ახალი შემთხვევა ფიქსირდება. შესაბამისად, უახლესი 10 წლის განმავლობაში დაავადების გავრცელების მასშტაბები შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს.
“დღეს, ჩვენ სკრინინგ- ცენტრების სახით გვაქვს საშუალება, ადრეულ სტადიაზე გამოვიკვლიოთ სიმსივნე, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს, დროულად აღმოუჩინონ ადამიანებს დახმარება. ჩვენ ამ აქციით ხაზს ვუსვამთ კიბოს წიანააღმდეგ ბრძოლაში პრევენციული ღონისძიებების გატარების მნიშვნელობას, რაც იძლევა საშუალებას, დროულად ვუმკურნალოთ თავს და გადავარჩინოთ საკუთარი სიცოცხლე”, – განაცხადა დეპუტატმა.
ასევე, გულიკო ზუმბაძემ ამ აქციის ფარგლებში მერიის სტრუქტურებს და რაიონულ გამგეობებს მოუწოდა თავიანთი სამოქმედო ტერიტორიებზე მსგავსი აქციების ჩატარებისკენ, რათა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიაწოდონ ინფორმაცია არსებული სკრინინგ პროგრამის შესახებ.
შეგახსენებთ, ეროვნული სკრინინგ-ცენტრი კვლევებს ოთხი მიმართულებითა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ახორციელებს.
ქალბატონების ასაკი სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგ- პროგრამაში 40–დან 70 წლამდე, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოკვლევები 25–დან 60 წლამდეა განსაზღვრული.
მამაკაცებში კი, პროსტატის კიბოს გამოკვლევები და ორივე სქესის მოქალაქეებში მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50–დან 70 წლამდე ასაკს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამული კვლევები აუფასოა და ვრცელდება როგორც თბილისში, ასევე საქართველოში რეგიონებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები