მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს

მთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობის,რეგიონების ეკონომიკური განვითარებისა და დეპოპულაციის პროცესების შესაჩერებლად მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ზურაბ ტყემალაძეს და პარლამენტის მაღალმთიანი რეგიონების მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა სამუშაო ფორმატში გაიმართა და ყველა ის შენიშვნა და მოსაზრება შეჯერდა, რომელიც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არსებობს, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ისე პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან. მთიან რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის წასახალისებლად და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად განიხილება როგორც საგადასახადო, ისე სოციალური შეღავათების შემოღება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კანონპროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება. კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად საქართველოს მთავრობისათვის, დაპირებულ ვადებში თვის ბოლოსთვის იქნება წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები