ლადო ბედუკაძე: ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ მთელი „ნაცსექტა“ სააკაშვილითურთ

ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ მთელი „ნაცსექტა“ სააკაშვილითურთ და მისი “უნიკალური ნოუ-ჰაუც”, – ამის შესახებ ლადო ციხის სკანდალური კადრების ავტორი ბედუკაძე სტატუსს აქვეყნებს. ბედუკაძის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უკრაინის მთავრობაში დანიშვნის უკან ამერიკა დგას.
„დიდხანს ვიფიქრეთ, როგორ უკეთესია, რომ გამოვიყენოთ მიხეილ სააკაშვილის ცოდნა, გამოცდილება და უნიკალური „ნოუ-ჰაუ“. საქართველოში მან პრაქტიკულად ყველა სფეროს რეფორმირება შეძლო”- ვერ ვიფიქრებ, რომ უკრაინის პრეზიდენტად წოდებულის ეს სიტყვები მხოლოდ მისი შემოქმედების ნიმუშია. ძნელი მისახვედრი არაა, რისი დამტკიცება სურთ ამერიკელებს უკრაინის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში სააკაშვილის და მისი ნეონაცისტური პოლიტ.სექტის წევრების -ადეიშვილის, კვიტაშვილის, ვარშალომიძის, ზღულაძის, გეწაძის… სხვათა და სხვათა დანიშვნით. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ მთელი ნაცსექტა სააკაშვილითურთ და მისი “უნიკალური ნოუ-ჰაუც”! “მეგობარი” სახელმწიფო-მეგობარი სახელმწიფოს მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში მხილებულ და ძებნილ პირებს თანამდებობაზე არ უნდა ნიშნავდეს!“ – წერს ლადო ბედუკაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები