ევა გოცირიძე: მთავარი გამოწვევა სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა

მთავარი გამოწვევა სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილმა ევა გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მას მზად აქვს გეგმა და მცირე ხანში გამოაქვეყნებს.
“ალბათ, პრეზიდენტს სურს ყველა კანდიდატი პირადად გაგვიცნოს. სავარაუდოდ, მას ექნება გარკვეული შეკითხვები. აინტერესებს ჩვენი ხედვა სასამართლოში არსებული პრობლემების თაობაზე. მე მზად მაქვს ჩემი გეგმა და მცირე ხანში გამოვაქვეყნებ. რაც შეეხება გამოწვევებს, მთავარია ის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სასამართლოს დამოუკიდებლობა. მისი დაცვა ყოველგვარი ზეგავლენებისგან, პოლიტიკური იქნება თუ სხვა, ისევე როგორც ზრუნვა იმისთვის, რომ მოსამართლეთა კორპუსმა ეს თავისუფლება ბოროტად და მართლმსაჯულების ინტერესების საზიანოდ არ გამოიყენოს. მთავარი იქნება ასევე ის, რომ სასამართლო იყოს მოწოდებული, რათა უზრუნველყოს ინდივიდუალურ და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსი”, – აღნიშნა ევა გოცირიძემ ჟურნალისტებთან ავლაბრის რეზიდენციაში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კანდიდატებს ხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები