ლალი მოროშკინა პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი, ლალი მოროშკინა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს. როგორც მოროშკინა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნით საქართველოს სამართლიანობის აღდგენა ლაფში ამოსვარა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი მომხდარში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებს.  ჟურნალისტი პრემიერს თხოვნით მიმართავს, რომ უკრაინის პრეზიდენტს საპროტესტო ნოტით მიმართოს.

“ღია წერილი პრემიერ-მინისტრს
ბატონო ირაკლი,
თქვენ ახლა მთელი საქართველო გიყურებთ, რადგან სასწორზე ქართველების თავმოყვარეობა დევს!
არასოდეს მომიმართავს თქვენთვის,არც პირადად არ გიცნობთ, თუმცა ძალიან ხშირად მქონია სურვილი ტეტ-ა-ტეტ გაგსაუბრებოდით იმ მანკიერებებებზე, რომელიც ჭამს ქვეყანას შიგნიდან და ურყევს იმიჯს გარედან.
თავს ვიკავებდი, რადგან იმედი მქონდა, რომ ამაზე თქვენი უახლოესი გარემოცვა ჩაგაყენებდათ საკმის კურსში.
მაგრამ აი დადგა ის მომენტი, როდესაც მე საზოგადოების დიდი ნაწილის სახელით მოგმართავთ.
მოგმართავთ იმ 320 000 ადამიანის სახელით, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმმა მსჯავრი დაადო.
მოგმართავთ იმ ათასობით ადამიანის სახელით, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმმა
ქონება ჩამოართვა.
მოგმართავს შვილმკვდარი მშობლების და გამწარებული ჭირისუფლების სახელით, რომელთა შვილები,შემდეგ კი სამართალის ძებნაში გათანგული მშობლები რეჟიმმა უმოწყალოდ ქუჩებში ხოცა.
მოგმართავთ სააკაშვილის რეჟიმისგან ნაწამები ყოფილი და არსებული პატიმრების სახელით,
მოგმართავთ სააკაშვილის რეჟიმისგან ლუკმა-პურის საშოვარზე უცხოეთში გადახვეწილი 800 000 მეტი ქალის სახელით,
მოგმართავთ კოდორ დაკარგული კოდორელების სახელით,
მოგმართავს 116 სოფელ დაკარგული ადამიანების სახელით,
მოგმართავთ სააკაშვილის რეჟიმისგან სულში ჩაფურთხებული საქართველოს სახელით!!!
ის რაც უკრაინის პრეზიდენტმა იკადრა, თავისი ბოლო საკადრო დანიშვნით-საქართველოს ახალი მთავრობის მთავარი კურსის-სამათლიანობის აღდგენის იგნორირება და ლაფში ამოსვრაა.
რატომ მოხდა ეს?
იმიტომ, რომ საქართველოს უნიათო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთხელ
“არ არ შეიმჩნია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთი წევრის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნა,
შემდეგ მეორედ არ შეიმჩნია მეორე წევრის დანიშვნა,
შემდეგ მესამედ არ შეიმჩნია მესამე წევრის დანიშვნა…..
კალამს არ დავღლი იმდენჯერ “არ შეიმჩნია”
რაც მთავარია, უკრაინაში ძალიან დაცულად გრძნობენ თავს ძებნილი “რეჟიმისტები”!!!
და ბოლოს დესერტად,”არშემჩნევის” პოლიტიკის აპოთეოზად- საქართველოში სისხლიანი რეჟიმის შემოქმედისთვის-უკრაინაში მრჩევლის სტატუსის მინიჭება, რომელიც იარაღით მომარაგებაზე იზრუნებს!
ვივა უკრაინას!!!
ვავა საქართველოს!!!
ბატონო პრემიერო!!!
ნუ გავცვლით ქვეყანის ღირსებას უკრაინიდან შემოტანილ “სგუშონკაზე” და გატანილ რამოდენიმე ლიტრ ღვინოზე!
საგარო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლად უნდა გააგზავნის უკრაინაში საპროტესტო ნოტა!
თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ გამოცხადებული სამართლიანობის აღდგენაც, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსიც და დემოკრატიის მშენებლობაც-მხოლოდ ლიტონი სიტყვებია.
ესეიგი დაპატიმრებული ნაც.რეჟიმის შემოქმედნი მართლაც პოლიტ პატიმრები ყოფილან?
ევროპის არცერთი სახელმწიფო არ შეიფარებდა ნიურნბერგის პროცესზე გასამართლებულ ფაშისტებს!
არც ერთი თავმოყვარე მმართველი არ დაუთმობდა მმართველობის სადავეებს კამბოჯის დიქტატორ პოლპოტს(სალოტ სარი)
1998 წელს ლონდონში სამკურნალოდ ჩასული პინოჩეტი ესპანეთის მთავრობის მოთხოვნით დააპატიმრეს რეპრესიებისა და მასიური მკვლელობების ბრალდებით!
1945 წლის 27 აპრილს, იტალიაში, ტბა კომოსთან ბენიტო მუსოლინი მეტსახელად “ძალადობის მოციქული” მისი საყვარელი კლარა პეტჩი და ყველა მისი თანამგზავრი დახვრიტეს.
ასე ექცევიან მოძალადეებს ევროპაში! იმ ევროპაში, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით.
ბატონო პრემიერო!
უმორჩილესად გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მიმართოთ საპროტესტო ნოტით უკრაინის პრეზიდენტს!
თქვენ ახლა მთელი საქართველო გიყურებთ, რადგან სასწორზე ქართველების თავმოყვარეობა დევს!
როგორ უნდა ჩაბრძანდეთ თქვენ ან კაბინეტის სხვა წავრები უკრაინაში ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე?
როგორ უნდა ისხდეთ ერთ მაგიდასთან ქვეყნის ნომერ პირველ მოღალატესთან და ძებნილ ექს პრეზიდენტთან?
და ბოლოს ბანკეტზე, როგორ უნდა შესვათ ტირანთან ერთად სამშობლოს სიყვარულის სადღეგრძელო?
ქვეყნისთვის, თავმოყვარეობისთვის, თვითიდენტიფიკაციის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!”, – წერს მოროშკინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები