ლევან ვასაძე: ამერიკელებს კოსოვო რომ არ ეღიარებინათ, რუსეთი არ აღიარებდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს

ამერიკელებს კოსოვო რომ არ ეღიარებინათ, მე გარწმუნებთ, რომ რუსეთი არ აღიარებდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემაში “რეაქცია“ საუბრისას განაცხადა.
“რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც ამერიკელებმა გახლიჩეს სერბეთი, სწორედ მათ დაიწყეს ევროპაში საზღვრების გადაკეთება. ამერიკელებს კოსოვო რომ არ ეღიარებინათ, მე გარწმუნებთ, რომ რუსეთი არ აღიარებდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
მისი თქმით, ეს არ ამართლებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ცალკე ქვეყნებად აღიარებას, თუმცა ხსნის იმას, თუ რა მოხდა.
“მე როცა რუსეთში ჩავდივარ თავს ვიგდებ საფრთხეში იმიტომ, რომ რუსებს პირდაპირ, საზოგადოებრივი დიალოგის დონეზე ვეუბნები, რომ ძალიან გვიყვარს თქვენი კულტურა, ისტორია, მაგრამ არ არსებობს, რომ ჩვენ თქვენ ოდესმე შეგარჩინოთ საქართველოს გახლეჩვა“, – აღნიშა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები