გიორგი მარგველაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარებასა და უსაფრთხოების თემებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე უკრაინაში მიმდინარე პროცესს, მათ შორის მინსკში გამართულ მოლაპარაკებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები