ელისო ჩაფიძე: ასეთი საქმეების პირდაპირ ეთერში გამოძიება არაეთიკურია



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ზურაბ ჟვანიას საქმეზე მედიის საშუალებით გახმოვანებულ ახალ დეტალებს გამოეხმაურა.

ჩაფიძის განცხადებით, ის, რაც გუშინ ეთერის მეშვეობით ითქვა, როგორც გარდაცვლილების, ისე მისი ახლობლების პატივსა და ღირსებას შეურაცხყოფდა.

„ყველას მინდა ვთხოვო, რომ ასეთი საქმეების პირდაპირ ეთერში გამოძიება, გარდაცვლილი ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვაა. გარდა იმისა, რომ ეთიკის დამრღვევია, ამავდროულად, შეურაცხყოფს მაყურებელსაც და ყველა იმ ადამიანს, ვინც მეტ-ნაკლებად რაიმე კავშირშია ამ საქმესთან. ის, რაც გუშინ პირდაპირ ეთერში მოხდა, ქართული ჟურნალისტიკის ღირსებად ნამდვილად არ მიმაჩნია. არის თემები, რაზეც მსჯელობენ პირდაპირ რეჟიმში, სასამართლოშიც არის საქმეები, როცა სასამართლო დახურულ რეჟიმში განიხილავს და არის შემთხვევები, როცა განხილვა ღიად ხდება. ამ თემაზე ღია ეთერში საუბარი ლამაზად არ მიმაჩნია, მაშინ, როდესაც აქ საქმე კონკრეტული ოჯახებისა და ადამიანების ღირსებებს ეხება“,- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში გუშინ ჟვანიას საქმეზე ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნის ნაწილი გასაჯაროვდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ი სხვა ნივთებთან ერთად ხალათებსა და ლოგინის ზეწრებზეც აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები