დებალცევოს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ

 

დებალცევოს რეგიონს უკრაინელი ჯარისკაცები აკონტროლებენ. პრორუსი სეპარატისტები იძულებულები გახდნენ პოზიციები დაეთმოთ და ჯარები დებალცევოს რეგიონიდან გაეყვანათ, ამის შესახებ ინფორმაციას უკრიანული სამხედრო ბატალიონის “ატოს” მთავარსარდალი დემეტრე ტიმჩუკი ავრცელებს.

მისი განცხადებით, სეპარატისტები სამ ნაწილად დაიყვნენ, ერთი ნაწილი ლოზოვგოს რაიონისკენ დაიძრა, მეორე ნაწილი – ნოვოგრიგოროვსკისკენ, მესამე კი – დებალცევოს დასაწყისში, რათა „საზღვრების პარალიზება მოახდინონ, თუმცა, ჩვენი ჯარები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, რათა ამის უფლება არ მივცეთ”,- აცხადებს ტიმჩუკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები