დებალცევოში უკრაინულმა სამხედრო ძალებმა საზღვრებზე კონტროლი აღადგინეს
დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, დებალცევოს საზღვრებზე უკრაინის არმიამ კონტროლი აღადგინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ღამით, აღნიშნული მიმართულებით ანტიტერორისტული ოპერაციის დამატებითი ძალები გაიგზავნა. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ მოსახლეობის ევაკუაციაც მშვიდობიანად მიმდინარეობს და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, რადგანაც მოქალაქეები დაჯავშნილი ავტომობილებით გადაჰყავთ.
“დონეცკის რაიონში, ქალაქ დებალცევოში არსებულ მდგომარეობას უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. ახლა სამხედროების გადაჯგუფება მიმდინარეობს იმისათვის, რომ საბრძოლო მოქმედებები გავაგრძელოთ” , – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. .