ადვოკატი: საშუალება არ მომეცა, კვიციანის დაკავების პროცესს დავსწრებოდი

      ემზარ კვიციანის ადვოკატის კობა კობახიძის განცხადებით, მას არ მიეცა საშუალება, აეროპორტში კვიციანის დაკავების პროცესს დასწრებოდა. ადვოკატის თქმით, მისთვის დაკავების ოქმი არ გადაუციათ. კვიციანი დაკავებულია და აეროპოტის ტერიტორიიდან უკვე გადაყვანიალია. პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული თბილისის აეროპორტში „მოსკოვი – თბილისის“ რეისით სამშობლოში დაბრუნდა. აეროპორტში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები მიღებული არ ყოფილა და არც სამართალდამცველების სიჭარბე შეიმჩნეოდა. კვიციანს საერთაშორისო აეროპორტში მისი ახლობლები და ოჯახის წევრები ელოდებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანმა თავისი ნებით საქართველოში ჩამოსვლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა. მისი თქმით, ის მზად არის გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები