დებალცევოში სამხედრო თვითმფრინავიდან ჭურვების ჩამოგდებას უკრაინული მხარე უარყოფს

დებალცევოს რაიონში სამხედრო თვითმფრინავიდან, ჭურვების ჩამოგდებას უკრაინული მხარე უარყოფს. “ატოს” სამხედრო ბატალიონის პრესსპიკერი ანდრეი ლისენკო აცხადებს, რომ მას ტერაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. “აღნიშნული ინფორმაცია მე გადავამოწმე “ატოს” სამხედრო ბატალიონში და იქ, აღნიშნული ფაქტი არ დამიდასtურეს “,-განაცხადა ლისენკომ.
შეგახსენებთ, დღეს დღის პირველ ნახევარში, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ორმა რუსულმა სამხედრო ავიალაინერმა დებალცევოს რაიონი დაბომბა. თუმცა ის, რომ აღნიშნულ ტერაქტში რუსული მხარის ბრალეულობა იკვეთება, არ დასტურდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები