„ფუდპანდამ“ ყველაზე გავრცელებული „7 ცრუ ფაქტი მსოფლიო კერძებში“ გამოავლინა
მრავალი კერძის საწყისი ისტორიამ დიდი ხანია დაივიწყა. საინტერესოა, რომ ყველაზე ხშირად საფრანგეთს ვაწერთ ისეთ გემრიელ საკვებს, რომელთა ფესვებიც სულ სხვა ქვეყნებში უნდა ვეძიოთ. დაახლოებით იგივე ხდება ადამიანების სახელებშიც – მითებში და ზღაპრებში ყველა პერსონაჟს საკუთარი თავისთვის დამახასიათებელი სახელი ჰქვია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში სახელებს უფრო ფონეტიკიდან გამომდინარე ვირქმევთ.
ონლაინკვების შეკვეთის სერვისმა „ფუდპანდამ“ (www.foodpanda.ge) მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული 7 მითი შეაგროვა საკვებზე.
1. კარტოფილი „ფრი“ მითი: კარტოფილი ფრი საფრანგეთიდანაა
ამერიკელებმა კარტოფილს ფრი შეარქვეს, ბრიტანელებმა – ჩიფსები, მაგრამ ისინი ბელგიელებმა შექმნეს. ფოლკლორში გავრცელებული ისტორიის მიხედვით, ბელგიელები ხშირად წვავდნენ პატარა თევზეულს, და როდესაც განიცდიდნენ მის დეფიციტს, თევზის ფორმის კარტოფილს იგივე მეთოდით ამზადებდნენ.
2. ფრანგული ტოსტი
მითი: ფრანგული ტოსტი საფრანგეთიდანაა
ან ფრანგებს, მართლაც, მოსწონთ კულინარიული შედევრების საკუთარ ქვეყანასთან გაიგივება, ან მარკეტინგული სამყარო უბრალოდ წინ „ფრანგულს“ ამატებს ყველა იმ კერძის სახელს, რომელიც უნდათ გემრიელად წარმოაჩინონ. საფრანგეთში დიდი პოპულარობის მიუხედავად, „ფრანგული ტოსტი“ გაცილებით უფრო დიდი ხნის წინ არსებობდა, ვიდრე თავად საფრანგეთი. ზოგი თითს მეოთხე საუკუნის რომაული კულინაური წიგნებისკენაც იშვერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგული ტოსტი სინამდვილეში იტალიური უფრო ყოფილა.
3. ნაჩო
მითი: მექსიკელები სულ ნაჩოს ჭამენ
შეიძლება მქესიკელებმა გამოიგონეს კიდეც ნაჩო, მაგრამ „ფუდპანდამ“ გაიგო, რომ მათი შექმნა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული ტურისტების დასაკმაყოფილებლად მოხდა, და მათ გამომგონებელს იცნობენ, როგორც „იგნაციოს“, საიდანაც მოდის ნაჩოს სახელიც. მოვლენები განვითარდა, კაცმა სახელად ფრენკ ლიბერტომ ნაჩოს ყიდვა სტადიონებზე დაიწყო, და დანარჩენი ისტორიამაც იცის.
4. სპაგეტი და გუფთები
მითი: სპაგეტი და გუფთის ბურთულები იტალიიდანაა
ეს სწორედ ის ცნობილი კერძია, რომელსაც დისნეის მულტფილმში „Lady and the Tramp” ორი მთავარი გმირი იტალიურ რესტორანში მიირთმევდა. შესაბამისად, ბევრს სჯერა, რომ ეს კერძი სწორედ იტალიიდანაა – როდესაც, სინამდვილეში სპაგეტის და გუფთებს ვერასდროს ნახავთ იტალიურ მენიუზე, და უფრო დიდი შანსი გაქვთ ჩრდილოეთ ამერიკაში წააწყდეთ.
5. კრუასანი
მითი: კრუასანები საფრანგეთიდანაა
ეს აზრი მცდარია. კრუასანს ყველა უკავშირებს საფრანგეთს, მაგრამ ისტორიაზე დაყრდნობით ის მოდის ავსტრიიდან, იგივე ტიპის ტკბილი ნამცხვარისგან, რომელსაც ერქვა „კიპფერლი.“
6. სენდვიჩები
მითი: სენდვიჩები ინგლისელებმა მოიგონეს
სენდვიჩის მეოთხე გრაფი ჯონ მონტაგუ ისტორიულად ცნობილია როგორც პირველი ადამიანი, რომელმაც ყველი და ხორცი ორ პურს შორის მოათავსა. ეს მითია, რომელიც არ ითვალისწინებს იმას რომ კლასიკური სენდვიჩის ტიპის ბუტერბროდებს დასავლურ სამყაროში გრაფის დაბადებამდე 1000 წლით ადრე უკვე მიირთმევდნენ.
7. სუში
მითი: სუშის ყველაზე დიდი სამომხმარებლო ბაზარი იაპონიაშია
დასავლეთში მიიჩნევენ, რომ სუში პირდაპირ უკავშირდება იაპონურ საკვებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს კერძი გაცილებით უფრო ნაკლებად პოპულარულია იაპონიაში, ვიდრე მათთან, ვინც ამ ქვეყნის კულტურის სიმულირებას ცდილობს. უფრო მნიშვნელოვანი კი ალბათ ისაა, რომ სუშის იაპონიაში იშვიათად მიირთმევენ და, გამოკითხვის თანახმად, 1-2-ჯერ თვეში სუშის ჭამა მაქსიმუმია. იაპონიაში ის უფრო სადღესასწაულო, იშვიათი კერძია.
„ფუდპანდა“ მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით, ვებგვერდის გარდა (www.foodpanda.ge), მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ. „ფუდპანდა“ – ონლაინსაკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. (R)