ბექა ნაცვლიშვილმა მოსახლეობას დანაპირები შეუსრულა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას განაგრძობს. კრწანისის რაიონის მაჟორიტარის შუამდგომლობით, მოსე ხონელის ქუჩაზე ახალი სავალი კიბე მოეწყო, ხოლო გრიშაშვილის ქუჩაზე საყრდენი კედლის რეაბილიტაცია განხორციელდა.
ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მოსაახლეობასთან გამართულ ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მას გრიშაშვილის ქუჩის 27-ის მიმდებარე ეზოს საყრდენი კედლის გამაგრება და მოსე ხონელის ქუჩაზე სავალი ახალი კიბის რეაბილიტაცია სთხოვეს. ,,ორივე დაპირება შესრულებულია’’,- განაცხადა დეპუტატმა მას შემდეგ, რაც განხორციელებული სამუშაოები კრწანისის რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან ერთად დაათვალიერა.