„სიპი“ ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით ჩატარებული ანალიტიკური კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს

10 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“ („სიპი“) ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით ჩატარებული ანალიტიკური კვლევის პრეზენტაციას გამართავს. ანალიტიკური კვლევის მიზანს ლუდის მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებზე აქციზური გადასახადის გაზრდის ეფექტის, მომხმარებლის ქცევისა და საქართველოში ლუდის ბიზნესის განვითარების შეფასება წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია, რომ კვლევა, რომელიც მომზადებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სიპის“ მიერ, არ წარმოადგენს სექტორში მოღვაწე რომელიმე კონკრეტული კომპანიის ინტერესებს. აღნიშნული კვლევა საქართველოს უალკოჰოლო სასმელების ასოციაციის (უსა) შეკვეთით მომზადდა.
ანალიტიკური კვლევის შედეგებზე ისაუბრებენ „სიპის“ ანალიტიკოსები ირაკლი ლექვინაძე და ლევან კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ ლუდის მწარმოებელ კომპანიებთან კონსულტაციები 2014 წლის ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ რაც უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება აქციზის გაზრდის თაობაზე. თუმცა კონსულტაციების შედეგად გადაწყდა აქციზის 50%-ით გაზრდა, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 100%-სა. „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“ (შემდგომში „სიპი“) წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის think-tank ორგანიზაციას, რომლის მიზანია საქართველოში დაგეგმილი და განხორციელების პროცესში მყოფი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების შესწავლა, მათი განხორციელებისა და ფუნქციონირების ეკონომიკური მიზანშეწონილობის საკითხების კვლევა და ანალიზი, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის კვლევა და ანალიზი. 2014 წელს „სიპი’’–ს მიერ სხვადასხვა ორგანიზაციების დაკვეთით 1000-მდე კვლევა მომზადდა. (R)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები