ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თუ მინსკის სამიტი სასურველ შედეგებს არ გამოიღებს, ომი გარდაუვალია

ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 11 თებერვალს მინსკში დაგეგმილი სამიტი სასურველ შედეგებს არ გამოიღებს, უკრაინაში ომი გარდაუვალი იქნება. თუმცა, ამასთან ერთად, ევროპარლამენტარის თქმით, კონფლიქტის იარაღის გზით მოგვარება სასურველ შედეგს არ გამოიღებს და მოლაპარაკებების გამართვა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
“ის ფაქტი, რომ კონფლიქტის მონაწილე მხარეები დღეს ერთმანეთთან დიალოგს აწარმოებენ, უკვე იმას ნიშნავს, რომ მათ კონფლიქტის მოგვარება იარაღის გზით არ სურთ და ეს კარგია”,- განაცხადა შულცმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები