დონეცკში, მატარებლისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაიჭრა

დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სეპარატისტების მიერ სარკინიგზო მატარებლისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაიჭრა. ყველა მათგანი დონეცკის რკინიგზის თანამშრომელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ადგილზე სპეციალურად დაზიანებული სარკინიგზო მონაკვეთის შესაკეთებლად ჩავიდნენ. აფეთქებაც სწორედ ამ დროს განხორციელდა. შემთხვევა სკოტოვატაიას რაიონში მოხდა. უკრაინული მხარე ტერაქტში რუსულ მხარეს ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები