დებალცევოსა და ავდევიკის რაიონებში საზღვრები ჩაკეტეს – მოსახლეობა ევაკუაციას ვერ ახერხებს

დებალცევოსა და ავდევიკის რაიონებში საზღვრები დაიკეტა. მომხდართან დაკავშირებით ორი ვერსია ვრცელდება. პირველის მიხედვით, სეპარატისტებს ადგილობრივი მოსახლეობის პანიკაში ჩაგდება და მდგომარეობის დესტაბილიზაცია სურთ. მეორე ვერსიის თანახმად კი, აღნიშნული საკითხის ინიციატორი თავად უკრაინული მხარეა, რადგანაც ისინი მოსახლეობის გადაყვანას დაჯავშნილი მანქანებით გეგმავენ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრთხის ალბათობა, სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. დღემდე, დებალცევოს რაიონიდან 150 ადამიანის გაყვანა მოხერხდა, თუმცა ამ წუთებში, მოქალაქეებს რაიონის დატოვების უფლებას არ აძლევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები