დებალცევოში უკრაინულმა ჯარმა 4 ტანკი გაანადგურა

უკრიანული ჯარის მთავარსარდალი ანდრეი ლისენკო აცხადებს, რომ დებალცევოში უკრაინულმა ჯარმა 4 ტანკი გაანადგურა. მისი განცხადებით, დონეცკსა და ლუგანსკში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ მდგომარეობის დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.
“დღეს ჩვენმა სამხედროებმა ოთხი ტანკი გაანადგურეს. სეპარატისტები ყველაფერს აკეთებენ, რომ უკრაინა იძულებული გახდეს და რუსეთის მიერ შექმნილ სამშვიდობო გეგმას მოაწეროს ხელი, მაგრამ უკრაინულმა მხარემ ყველაფერი სწორად გათვალა – რუსეთის კურატორების სურვილი, რომელიც დებალცევოს დაპყრობას ისახავს მიზნად, არ განხორციელდება”,-განაცხადა ლისენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები