ინდონეზიაში “ეარ აზიას” 100 გარდაცვლილი მგზავრის ცხედარი აღმოაჩინეს

ინდონეზიის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დღეს იავას ზღვაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამ დროისათვის “ეარ აზიას” ავიალაინერზე მყოფი 100 გარდაცვლილი მგზავრის ცხედრიდან მხოლოდ 72 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა და მათ შორის არ იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები. ავიალაინერის გაუჩინარების მიზეზი დღემდე უცნობია.
“ეარ აზიას” ავიალაინერი ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურისაკენ მიფრინავდა. თვითმფრინავი რადარებზე აფრენიდან 40 წუთში გაუჩინარდა. ბორტზე 162 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან 155 მგზავრი, დანარჩენი კი – ეკიპაჟის პერსონალი. მგზავრებს შორის 15-მდე მცირეწლოვანი ბავშვი და 1 ახალშობილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები