ბაღდადში მორიგი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მორიგი აფეთქების შედეგად, დღეს დილით, 15 ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავეულებიც. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ალ-ქაიდამ” უკვე აიღო.
ბოლო ორი დღის მანძილზე “კადიმის” რაიონში ეს მეორე აფეთქებაა. გუშინდელ აფეთქებას 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 35 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. რაიონში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა შიიტი მუსულმანები არიან. აფეთქებები აქ განსაკუთრებით წინა კვირაში გახშირდა. “კადიმის” რაიონში დღემდე 37 ადამიანია გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები