ინგლისში მუსულმანების მხარდამჭერმა საპროტესტო აქციამ კულმინაციას მიაღწია
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში დღეს დილით მუსულმანების მხარდამჭერმა საპროტესტო აქციამ დემონსტრანტების რაოდენობით კულმინაციას მიაღწია. 100 ათასმა ადამიანმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დეივიდ კამერონს პეტიციაც კი გაუგზავნა. ისინი მოითხოვენ, რომ ბრიტანეთში “შარლი ებდოს” მსგავსი რედაქციების საქმიანობა აიკრძალოს, რადგანაც ისინი უმცირესობების უფლებებს ლახავენ. იმ შემთხვევაში, თუ კამერონი პეტიციაზე ხელს არ მოაწერს, დემონსტრანტები შეეცდებიან, რომ თავაინთი ხმა ბრიტანეთის დედოფას ელიზაბეტ მეორესაც მიაწვდინონ.
შესახსენებთ, “შარლი ებდოს” რედაქციამ დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედიაბაზარზე ის თვის ბოლოს დაბრუნდება.