ემზარ კვიციანი დააკავეს

  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ემზარ კვიციანი დააკავეს, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს. რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული თბილისის აეროპორტში „მოსკოვი – თბილისის“ რეისით სამშობლოში დაბრუნდა. აეროპორტში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები მიღებული არ ყოფილა და არც სამართალდამცველების სიჭარბე შეიმჩნეოდა. კვიციანს საერთაშორისო აეროპორტში მისი ახლობლები და ოჯახის წევრები ელოდებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანმა თავისი ნებით საქართველოში ჩამოსვლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა. მისი თქმით, ის მზად არის გამოძიების ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები