გიორგი სოსანაშვილს ბრალი წარედგინა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს, გიროგი სოსანაშვილის ბრალი წარედგინა. ე.წ. მოდულის შენობა უკვე დატოვა მისმა ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ.
პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქმის მასალებს მას ხვალ დღის განმავლობაში გადასცემენ. მისივე თქმით, დაცვის მხარე მოითხოვის დნმ-ის ანალიზის განმეორებით ჩატარებას.
სავარაუდოდ, ხვალ პროკურატურა შეიტანს სასამართლოში მოთხოვნას აღმკვეთის ღონისძიების თაობაზე და დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები