ირაკლი შოთაძე: საქმის გახსნა იმ სამართალდამცველების დამსახურებაა, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ

დაკავებულია ადამიანი, რომელზეც ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შთაძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
შოთაძის განცხადებით, საქმის გახსნა იმ პროკურორების, გამომძიებლების და ოპერატიული თანამშრომლების დამსახურებაა, რომლებიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ.
„მკვლელობიდან გასულია 20 დღეზე ნაკლები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით, ბრალდებულის სახით, დაკავებულია ადამიანი, რომელზეც ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა. შესაბამისად, მოლოდინი, რომ ჩვენ ამ დანაშაულს ასე მალე გავხსნიდით და სწრაფად დავადგენდით იმ პიროვნებას, ვინც დადო ასაფეთქებელი მოწყობილობა ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე, რა თქმა უნდა არ ყოფილა. ეს არის იმ გამომძიებლების, იმ პროკურორების, იმ ოპერატიული თანმშრომლების დამსახურება, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ საქმეში 2015 წლის 20 იანვრიდან მოყოლებული და 24 საათიან რეჟიმში, ყოველგვარი დასვენების გარეშე მუშაობდნენ ამ საქმეზე“, – განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები