კადიროვი: რუსეთის დაპყრობა ვერასდროს ვერავინ შეძლო და მით უმეტეს, ვერ შეძლებენ სააკაშვილი და პოროშენკო
მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინულ ტელეარხ “24”-თან გაკეთებულ, განცხადებას, რომ უკრაინის არმიას რუსეთის დაპყრობა შეუძლია, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ეხმაურება.
“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, კადიროვის აზრით, პოლიტიკოსის ეს განცხადება სასაცილოა.
“მთელი რუსეთის დაპყრობა ვერასდროს ვერავინ შეძლო და მით უმეტეს, ვერ შეძლებენ სააკაშვილი და პოროშენკო, რომლებიც უკანმოუხედავად გაიქცევიან კანადის საზღვრისკენ რუსეთმა ერთხელ ფეხები რომ დაუბაკუნოს”, – განაცხადა კადიროვმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ერთ-ერთი უკრაინულ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ უკრიანას რუსეთის დაპყრობის რესურსი ნამდვილად აქვს, ერთადერთი ხელის შემშლელი პირობა კი მოძველებული ჯავშანტექნიკაა.