„საქართველოს ლიდერთან ერთად ნატოზე ზეწოლა კანონმდებლებმაც მოახდინეს“

  ამერიკული ინტერნეტგამოცემა, „the hill” – ში ჟურნალისტი ჯულიან პესკეტი საქართველოს ნატოში მისწრაფების შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც პესკეტის წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, კაპიტოლიუმში, საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორმა მაღალი რანგის წევრმა წარმოადგინა რეზოლუცია, რომლითაც ნატოს მოუწოდეს საქართველო თავის შემადგენლობაში სწრაფად შეიყვანოს. ამავე სტატიის თანახმად, საბჭოს წევრებმა ტედ პომ ნომერ მე-2 რესპუბლიკელმა პალატაში, და ბილ კიტინგმა მედოკრატმა დეპუტატმა მასაჩუსეტიდან, რეზოლუცია მაშინ წარადგინეს, როცა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ მიმართულმა ამბოხებებმა იფეთქა, კერძოდ კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დროს.
2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ხანმოკლე საზღვრისპირა ომის შემდეგ, რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.
სტატიის ავტორი ატლანტიკურ საბჭოში ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის მთავარ საკითხებზე აკეთებს აქცენტს და პრემიერის სიტყვებსაც ციტირებს. ,,საქართველოს მთავრობა ყოველ ღონეს იხმარს, შესაძლებლობის ფარგლებში, გავუძლოთ მოსალოდნელ გარე ზეწოლასა და ძალდატანებას, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ კომპრომისზე წასვლას და ჩვენი ევროპული მომავლის ასე უბრალოდ დათმობას.
ჩვენ მოგიწოდებთ მხარდაჭერისათვის არა იმიტომ, რომ შინაგანად გაორებული ვართ ან ვმერყეობთ ჩვენს მიზნებსა და მისწრაფებებში, არამედ იმიტომ, რომ წინ აღვუდგეთ გარე ზეწოლას, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს და ცდილობს გაანადგუროს ის მიღწევები, რომლებიც თავისუფალმა მსოფლიომ შექმნა ჩვენს რეგიონში საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები