იორდანიამ “ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული ტერიტორია დაბომბა

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნასერ ჯუდას განცხადებით,იორდანიის არმიამ “ისლამური სახელმწიფოს” მიერ დაკავებული ტერიტორია დაბომბა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს იმ მკვლელობაზე შურისძიების გაგრძელებაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა.
შეგახსენებთ, “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა იორდანიელი მფრინავი ცოცხლად დაწვეს. ამის საპასუხოდ იორდანიის სახელმწიფომ იმ დღესვე სიკვდილით დასაჯა ის პატიმრები, რომლებიც იორდანიაში ტერაქტის გამო იხდიდნენ სასჯელს.ორივე მათგანს სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, თუმცა თარიღი გადაწყვეტილი არ იყო. მფრინავის მკვლელობამ კი ეს დააჩქარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები