პოროშენკოს იმედი აქვს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი მალე დასრულდება

უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს იმედი აქვს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი მალე დასრულდება. განცხადება ამის შესახებ მან რადაში, ფრანსუა ოლანდთან და ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.
როგორც საინფორმაციო საშუალება “რია.რუ“ იუწყება, ლიდერებმა უკრაინაში ახალი სამშვიდობო გეგმა ჩაიტანეს. იგივე გეგმას ისინი დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინსაც წარუდგენენ. რაც შეეხება ოფიციალურ ვიზისტს უკრაინაში, როგორც სამი ქვეყნის მხარეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ის წარმატებული იყო, რადგან მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები