ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში, ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის მიზნით

დღს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება ბრიფინგი, ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებასთან დაკავშირებით.
ბრიფინგს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე გაუძღვებიან.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება – პირებს, რომლებიც კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიდან მოიპოვებენ კინოწარმოებისთვის დაფინანსებას, მოგების გადასახადი დაეკისრებათ მხოლოდ ფილმის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ.
ამ დრომდე არსებული რეგულაციით, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ჯერ კიდევ ფილმის ექსპლუატაციაში შესვლამდე იბეგრებოდა, რაც ხელს უშლიდა კინომწარმოებლებს მოპოვებული დაფინანსების დანიშნულებისამებრ, სრულფასოვნად გამოყენებაში. მწარმოებელს ასევე ეძლევა ექსპლუატაციაში შესულ ფილმზე, როგორც არამატერიალურ აქტივზე 100%-იანი ამორტიზაციის დარიცხვის უფლება.
ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2015 წლის 1 იანვრიდან, 309-ე მუხლში 65-ე, 66-ე, 67-ე პუნქტების დამატების სახით შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები