წიგნის „კრიტიტაკა“ პრეზენტაცია გაიმართება

12 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში ლექსო დორეულისა და ნიკა აგლაძის კრიტიკული წერილების წიგნის – „კრიტიტაკა“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც „საუნჯემ“ გამოსცა. წიგნში შესულია, როგორც მკითხველისათვის ცნობილი, ისე გამოუქვეყნებელი ტექსტები. წიგნის დიზაინერი ნატალია ავალიანია.
წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ: „…საერთოდაც, ლექსო დორეული და ნიკა აგლაძე, შეიძლება ითქვას, „მოთამაშე კრიტიკოსები“ არიან. თამაშია მათი წერილები, სადაც სერიოზულ ტექსტებს სახუმარო, პაროდიული პასაჟები ენაცვლება. თამაშია წიგნის სათაურიც – „კრიტიტაკა“. ის ხომ „კრიტიკისა“ და „ტიკიტაკას“ შერწყმითაა მიღებული. უკანასკნელი ლეგენდარული საფეხბურთო კლუბის, „ბარსელონას“ სათამაშო სტილის ნახევრად ოფიციალური სახელწოდებაა. სტილისა, რომელიც ხშირ, მოკლე პასებს, თავბრუდამხვევ კომბინაციებსა და მოედანზე მოთამაშეთა პოზიციების სწრაფ ცვლას გულისხმობს. ის, ერთდროულად, ლამაზი, დინამიკური და შედეგიანიცაა. ვფიქრობ, ნებისმიერი, ვინც ნაშრომს გაეცნობა, დამეთანხმება – წიგნის სათაური მის შინაარსს ზედმიწევნით შეესაბამება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები