უტა კახნიაშვილის გამოფენა გაიხსნება

6 თებერვალს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში უტა კახნიაშვილის გამოფენა სახელწოდებით „მეორე სივრცე“ გაიხსნება.
უტა კახნიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია, სადაც მისივე ინიციატივით შეიქმნა „თავისუფალი სახელოსნო“. დღეს, ავტორი მუშაობს ფერწერაში, ქანდაკებაში, ვიდეოარტში, აწყობს პერფორმანსებს. მხატვარს საქართველოში სამი პერსონალური გამოფენა ჰქონდა, ასევე მონაწილეობდა ერთ ჯგუფურ გამოფენაში.
ავტორს აინტერესებს სივრცე, რომელიც მისთვის შემოსაზღვრული რეალობის მიღმა არსებობს. განწყობა, რომელიც მხატვრის შინაგან რიტმს მოსდევს, ნამუშევრებში ნათლად აისახება და სრულიად განსხვავებულ, დღევანდელობისთვის უცხო ნიშნებს იძენს.
გამოფენა 16 თებერვლამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები