საფრანგეთი უკრაინას ლეტალურ იარაღს აღარ მიაწვდის

საფრანგეთი უკრაინას ლეტალურ იარაღს არ მიაწვდის. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა კანადაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მან დაგმო რუსეული აგრესია უკრიანაში და აღნიშნა, რომ სანქციების გამკაცრება რუსეთისთვის სწორი გადაწყვეტილება იყო.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ უკრინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებას აპირებდა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. გარდა ამისა, გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროპა აუცილებლად უნდა დახმარებოდა უკრაინას სამხედრო შეიარაღებით. მისი თქმით, უკრაინის გვერდით დღეს უამრავი მოხალისე იბრძვის, მათ შორის ბელორუსები, ქართველები და ის რუსებიც, კი ვინც, ყველას აზრით, უკრაინის მოწინააღმდეგენი არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები