თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულის მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია. “თელასის” ინფორმაციით, ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძის და თაყაიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირის, სამტრედიის, ბაგრატიონის, თევდორე მღვდლის, ფოთის და ბათუმის ქუჩების მცხოვრებლებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო კი, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირის, კედიას და თევდორე მღვდლის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია “თელასი” მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები