ალექსანდრე ჭიკაიძეს დედა გარდაეცვალა
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს დედა გარდაეცვალა.
ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელძღვანელი ნინო გიორგობიანი წერს.
„ალექსანდრე ჭიკაიძეს გარდაეცვალა დედა – მზია მაღალდაძე. პანაშვიდები გაიმართება ხუთშაბათსა და პარასკევს, 17.00 საათზე; მისამართი: ბახტრიონის 16, მე-4 სადარბაზო, მე- 5 სართული. გასვენება შაბათს, 15.00 საათზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან. მის: ჩარგლის 34 (სანზონა, მე-8 საავადმყოფოსთან)“,- წერს ნინო გიორგობიანი.