კახეთის რეგიონში დასუფთავების მასშტაბური აქცია მიმდინარეობს
„კახეთი-სუფთა რეგიონი“ ამ სახელწოდების აქციაში, რომელიც რეგიონის გუბერნატორის ინიციატივით დაიწყო, რვავე რაიონის თითქმის ყველა სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართულნი.
კამპანიის ფარგლებში სუფთავდება ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, სკვერები, სკოლის მიმდებარე ტერიტორიები და ქალაქის ქუჩები.
პროცესს ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლები, კერძო კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.
„გვინდა, რომ კახეთი ყველაზე სუფთა რეგიონი იყოს. გავერთიანდებით, ერთად დავასუფთავებთ და იმედს გამოვთქვამ, რომ თითოეული ჩვენგანი ამის შემდეგ უფრო მეტად მოვუფრთხილდებით მიმდებარე ტერიტორიებს და ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს ნაგავსაყრელად აღარ ვაქცევთ. მინდა მოვუწოდო ყველას, ჩაერთოს აქციაში“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა.