პარლამენტში აკაკი ბობოხიძისგან ბოდიშის მოხდის მოთხოვნას დაპირისპირება მოჰყვა

საპარლამენტო უმრავლესობამ დეპუტატ აკაკი ბობოხიძისგან დეკემბრის სესიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდა მოითხოვა, რასაც ხმაური მოჰყვა.
ბობოხიძის თქმით, მან მომხართან დაკავშირებით კოლეგებს ბოდიში ტელეფონითაც მოუხადა.
“შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ მომხარი ძალიან მაწუხებდა. პირველ რიგში თუ ვინმე დავაზიანე, დავაზიანე საკუთარი თავი, თუმცა როცა დავით საგანელიძე ამბობს, რომ უცენზურო სიტყვებს მხოლოდ აკაკი ბობოხიძე იყენებს, ასე არ არის ბატონებო – ყველას უცენზურო სიტყვა გავაკონტროლოთ… უზარმაზარი შეცდომა დავუშვი და პირველ რიგში შეურაცხყოფა ქართულ საზოგადოებას მივაყენე. ნამდვილად კარგად მესმის, რომ ნებისმიერი თქვენთაგანი ჩავაყენე უხერხულ მდგომარეობაში, ვისაც ჩემი სიტყვები არ ეკუთვნოდათ. შეგინებაზე პასუხის არგაცემა მართლა მძიმეა და მძიმე არჩევანის წინაშე დაგაყენეთ”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
პარლამენტის სასესიო დარბაზში, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ვითარების დაძაბვის გამო, ნახევარსაათიანი შესვენება გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები