სოსო რობაქიძე: თუ გირაოთი ვინმე გამოვიდა, სასამართლოს უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ
იმ შემთხვევაში, თუ გირაოთი ვინმე გამოვიდა, სასამართლოს უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გამართულ საპროტესტო აქციაზე სოსო რობაქიძემ განაცხადა.
მას შემდეგ, რაც ვაზაგაშვილების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სასამართლო დარბაზში შესვლა და პროცესზე დასწრება ვერ შეძლეს, საპროტესტო აქცია გამართეს. იური ვაზაგაშვილის დის, მანანა ვაზაგაშვილის თქმით, პროცესს მათ ნაცვლად “ზონდერბრიგადები” ესწრებიან, რის გამოც პროცესზე დასწრების საშუალება არ მიეცათ.
თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს.