თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება გრძელდება (ვიდეო)
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება გრძელდება. უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე და რამდენიმე პირი, რომლებმაც ხალხის სიმრავლის გამო სხდომათა დარბაზში შესვლა ვერ მოახერხეს, პროცესის სხვა – უფრო დიდ დარბაზში გადატანას მოითხოვენ.
მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან შენობაში ყველა დიდი დარბაზი დაკავებულია.
“უტიაშვილი მკვლელი”, “მკვლელები გარეთ”- ამ სიტყვებით დაუპირისპირდნენ საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების საქმეზე მისულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ყოფილ უფროსს, შოთა უტიაშვილს ირაკლი კაკაბაძე, “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლები და ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლები.
კაკაბაძე, “თავისუფალი თაობა” და ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას გარეთ ელოდებიან.
საქალაქო სასამართლოში 11 პირის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს.