სასწრაფოდ: ქუთაისში გაუჩინარებული 12 წლის გოგონა 34 წლის მამაკაცთან ერთად იპოვეს

„კვირას“ ინფორმაციით,  მარიამ სულაბერიძე ქუთაისში 34 წლის მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა.  გოგონას ოჯახის თხოვნის საფუძველზე სამართალდამცველებმა ორივე მათგანის კვალს მიაკვლიეს. არსებული ინფორმაციით,  12 წლის სულაბერიძე  ქალაქში თავისუფლად მოძრაობდა. ის  უკავშირდებოდა ოჯახს და გათხოვების შესახებ ინფორმაციაც მშობლებს თავად მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ მარიამ სულაბერიძე ქუთაისში 20 თებერვალს გაუჩინარდა.  თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონა გატაცებული იყო.
ფაქტი, რომ დაკარგული გოგონა ნაპოვნია, „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ხვალ გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები