პატიმარი, რომელსაც ია მეტრეველის მკვლელობა დაავალეს, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ქვეშ იმყოფება

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის, კახი კახიშვილის განცხადებით, პატიმარი ლაშა შავიძე, რომელსაც შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნებისგან ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული, საპატიმროში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფება.
როგორც მან გაზეთ ,,რეზონანსთან“ ინტერვიუში განაცხადა, პატიმარი სხვა საკანშია გადაყვანილი, სადაც მისი დაცულობის გაცილებით მაღალი გარანტია იქნება.
,,იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებამდე მე შევხვდი ია მეტრეველს და მან მაცნობა, რომ ერთ-ერთ პატიმარს მისი მოკვლა დაავალეს. ვაზაგაშვილის გარდაცვალების შემდეგ კიდევ ერთხელ შევხვდით მე და ია მეტრეველი. ამის შემდეგ ქალბატონ ნანა კაკაბაძეს თავად შავიძემ დაურეკა და ითხოვა, რომ მისი უსაფრთხოების საკითხები უფრო მეტად ყოფილიყო კონტროლზე აყვანილი. რა თქმა უნდა, მაშინვე გავეცით დავალება, რომ მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო”, – აცხადებს კახი კახიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები